ხათუნა ლაგაზიძე – “რაც ამაღამ თბილისის ქუჩებში ხდებოდა, ეს უბრალოდ დაგვაქცევს”

ხათუნა ლაგაზიძე - "რაც ამაღამ თბილისის ქუჩებში ხდებოდა, ეს უბრალოდ დაგვაქცევს"ხათუნა ლაგაზიძემ ფეისბუქში დაწერა:

“ისევ ურეკის ქარი და ფიქრები: კომენდანტის საათიც ჩაილია, ჰოდა მანამდე ვუსმინე თენგიზ ცერცვაძეს, ამირან გამყრელიძეს, პაატა იმნაძესაც, ნათია თურნავას, გიორგი გახარიას, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის “რეპლიკებიც” წავიკითხე – მესმის როგორ ბეწვის ხიდზე ვიარეთ ეს თვეები და შევძელით ვირუსთან ბრძოლაში მსოფლიოში ერთ-ერთი საჩვენებელი შედეგი დაგვედო; მესმის, როგორი რთული პერიოდი იწყება ახლა: როგორ ორ ცეცხლს შუაა დღეს მთავრობაც და ექიმების ის ჯგუფიც, რომლებზეც გადაწყვეტილების მიღების მთელი სიმძიმე გადადის – ეკონომიკა უნდა გაიხსნას კორონას სავარაუდო გააქტიურების რისკების მიუხედავად, იმიტომ რომ ეკონომიკის გაუხსნელობით გამოწვეული მსხვერპლი არანაკლები იქნება კორონა-მსხვერპლზე. ვხვდები და ვაფასებ, რასაც აკეთებს ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ეკონომიკის ამოსაქაჩად, იმასაც ვხვდები, რა რთული და ზედმიწევნით საფრთხილოა დღეს ტურიზმისთვის კარების გახსნა ჯერ კიდევ დავირუსებულ მსოფლიოში, მაგრამ, მეორეს მხრივ, უყურო ტურიზმის სექტორის ნგრევას, რომელიც საშუალოდ 150 ათას სამუშაო ადგილს ქმნის ქვეყანაში. გუშინ ჩემი თვალით ვნახე, რა რთულია ექიმებისთვის დაეთანხმონ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მათი პროფესიული აზრით რისკის შემცველია – ეკონომიკის გახსნას ვგულისხმობ, მაგრამ ქვეყანას სხვა არჩევანი უბრალოდ არა აქვს. ჰოდა, ახლა მათზე უფრო მეტად სიტუაციის განვითარება ჩვენზე – საზოგადოებაზეა დამოკიდებული: რაც ამაღამ თბილისის ქუჩებში ხდებოდა, ასე თუ გავაგრძელეთ, უბრალოდ დავიქცევით და ორი კვირის მერე თავს მორიგ კარანტინში ამოვყოფთ, საიდანაც გამარჯვებულები ვეღარ გამოვალთ. ნუ ჩავყრით წყალში ამ საერთო ძალისხმევით მიღწეულ ერთობლივ შედეგს.”