მაია ჯაბუას უფროსი შვილი ცნობილი მსახიობისგან ჰყავს – “თორნიკე 3-4 წლის იყო, როცა აფხაზეთიდან წამოვედით”

მაია ჯაბუას უფროსი შვილი ცნობილი მსახიობისგან ჰყავს - "თორნიკე 3-4 წლის იყო, როცა აფხაზეთიდან წამოვედით"მაია ჯა­ბუას 3 ქორ­წი­ნე­ბიდან 3 შვი­ლი ჰყავს.

პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან მაია ჯა­ბუ­ას 28 წლის შვი­ლი თორ­ნი­კე ბე­რი­კაშ­ვი­ლი ჰყავს. თუმ­ცა ძა­ლი­ან ცო­ტამ თუ იცის, რომ მისი პირ­ვე­ლი ქმა­რი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან ბე­რი­კაშ­ვი­ლი გახ­ლდათ. წყვი­ლის ქორ­წი­ნე­ბა 6 წე­ლი­წადს გაგ­რძელ­და.

“ოჯა­ხის დან­გრე­ვა­ში ტრა­გე­დი­ას ვერ ვხე­დავ. თუკი ისე არ აე­წყო ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც ორი­ვეს გვინ­დო­და და რო­გორც გვე­გო­ნა, იქ­ნე­ბო­და, მერე რა მოხ­და?! როცა ხვდე­ბი, რომ ძა­ლით ვე­ღარ შე­ა­წე­ბებ ურ­თი­ერ­თო­ბას, უნდა და­შორ­დე. თან, ეს მა­ნამ­დე უნდა მო­ა­ხერ­ხო, ვიდ­რე მტრად გა­და­ე­კი­დე­ბი. ასეთ დროს ოჯახს კი არ ან­გრევ, არა­მედ ნან­გრე­ვებ­ში ცხოვ­რე­ბა აღარ გსურს.

რაც შე­ე­ხე­ბა შვილს: არც ის უნდა აცხოვ­რო ნან­გრე­ვებ­ში, მაგ­რამ ისე უნდა მო­იქ­ცე, რომ მამა არ შე­ა­ძუ­ლო. თორ­ნი­კე პა­ტა­რა იყო, როცა ლე­ვანს დავ­შორ­დი. მო­ვა­ხერ­ხე, რომ იუ­მო­რით მი­მე­წო­დე­ბი­ნა მის­თვის ყვე­ლა­ფე­რი. ჰოდა, ამი­ტო­მაც არ იქცა ჩემი და ლე­ვა­ნის და­შო­რე­ბა თორ­ნი­კეს­თვის ტრა­გე­დი­ად. მას მა­მას­თან დღე­საც მშვე­ნი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს.“ – ამ­ბობ­და მაია ჯა­ბუა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ლე­ვან ბე­რი­კაშ­ვი­ლი სო­ხუმ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. აფხა­ზე­თის ომამ­დე ის და მაია ჯა­ბუა იქ ცხოვ­რობ­დნენ, სა­ნამ ერთ სა­ბე­დის­წე­რო დღეს, სუფ­რას­თან მჯდომ მსა­ხი­ობს თბი­ლი­სი­დან რო­ბერტ სტუ­რუ­ამ არ და­უ­რე­კა, იმის სა­კი­თხა­ვად, და­ი­წყო თუ არა აფხა­ზეთ­ში ომი.

“ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი, თორ­ნი­კე 3-4 წლის იყო. ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და შვი­ლი­სა და ცო­ლის იქი­დან გა­მოყ­ვა­ნა. მა­შინ ჩემი მე­უღ­ლე მაია ჯა­ბუა იყო. ბავ­შვი მეხრჩო­ბო­და, ისე­თი ჭყლე­ტა იყო. ერთ მო­მენ­ტში დავ­კარ­გე და მა­ი­ამ, ჩემ­მა მე­უღ­ლემ იპო­ვა. მერე რუს­მა ჯა­რის­კაც­მა უშ­ვე­ლა, თო­რემ მო­მიკ­ვდე­ბო­და. სა­ში­ნე­ლი გა­სახ­სე­ნე­ბე­ლია ის მო­მენ­ტე­ბი. მტერ­საც არ ვუ­სურ­ვებ იმ ყვე­ლაფ­რის გა­მოვ­ლას. უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი დავ­კარ­გე.

მარ­ტო თა­ნაკ­ლა­სე­ლი მო­მიკ­ვდა ათი. ჩემ­თვის უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნი პირ­ვე­ლი მოკ­ლეს ლე­სე­ლი­ძე­ში. თუმ­ცა, ღვთის წყა­ლო­ბით, იქ დღე­საც ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს. ერთხე­ლაც თუ სად­მე მკვდარს მნა­ხა­ვენ, ხელ­ზე სო­ხუ­მის სახ­ლის მი­სა­მარ­თი მა­წე­რია. იმი­ტომ რომ, მინ­და, იცოდ­ნენ – ჩემი სახ­ლი იქაა” – იხ­სე­ნებ­და ბე­რი­კაშ­ვი­ლი.

თორ­ნი­კე ბე­რი­კაშ­ვილი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს. მისი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ პო­პუ­ლა­რუ­ლი მშობ­ლე­ბი არა­სო­დეს სა­უბ­რო­ბენ.

“შვი­ლის გარ­და­ტე­ხის ასაკს პირ­ვე­ლად რომ შე­ვე­ჯა­ხე, რო­დე­საც ვიგ­რძე­ნი, თორ­ნი­კე ჩემ­გან “მი­დი­ო­და”, რა­ღაც ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა სულ­ში. იოლი არ იყო მისი დაგ­ვი­ა­ნე­ბე­ბის ატა­ნა, მის მო­ლო­დინ­ში ღა­მე­ე­ბის თე­ნე­ბა, პირ­ვე­ლი დათ­რო­ბა, მაგ­რამ ვე­რა­ფერს შევ­ცვლი­დი. მთა­ვა­რი ის იყო, რომ იცო­და, იქვე ვი­ყა­ვი და რა წამ­საც დავ­ჭირ­დე­ბო­დი, შე­ეძ­ლო და­ე­ძა­ხა. შვილ­მა შე­იძ­ლე­ბა წა­ი­ფორ­ხი­ლოს, წა­იქ­ცეს კი­დეც, მაგ­რამ მე იმის­თვის ვარ, რომ წა­მო­ვა­ყე­ნო…” – ამ­ბობს მაია ჯა­ბუა ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ამბები