ნათია ფანჯიკიძე – “დროზე გამოყავით ნაჭუჭებიდან პირბადიანი ცხვირები”

ნათია ფანჯიკიძე - "დროზე გამოყავით ნაჭუჭებიდან პირბადიანი ცხვირები"ნათია ფანჯიკიძემ ფეისბუქში დაწერა:

“ლოკოკინას რომ ნიჟარა შემოაცალო, ან კუს ბაკანი, ხომ გაუფუჭდებათ ხასიათი ჩემმა მზემ, ხოდა ეგრე არ დაგემართოთ ბეჯით მოკარანტინეებს, აგორაფობია (ღია სივრცის, გარეთ გასვლის შიში), დროზე გამოყავით ნაჭუჭებიდან პირბადიანი ცხვირები და მოყნოსეთ რა ხდება გარესამყაროში.

და ვისაც უკვე დაგმართიათ, შემიძლია შემოგთავაზოთ, მოგიყვანონ ახლობლებმა კამარამდე და კამარადან დავიძრათ სახალხო თერაპიულ სეირნობაში სოლოლაკი-მცხეთა, ლოზუნგით “შენ არ ხარ ლოკოკინა” და წინ გაგიძღვებით ჩიტებიანი დროშით.”