ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:
“ასეთი პროფესიული შენაძენი ჩემს ხანგრძლივ და საინტერესო კარიერაშიც კი იშვიათია.
მაგრამ, უფრო მნიშვნელოვანი – დეპუტატობის, იუსტიციის საბჭოს წევრობის, ვიცეპროკურორობის, მინისტრობის, პრეზიდენტის ფონდის უცხოეთში სასწავლო-საგრანტო კომისიის თავმჯდომარეობის, კერძო კორპორაციების იურისტობის, დირექტორობის და ასე შემდეგ პირობებში, ათასობით გასაუბრება ჩამიტარებია. განსაკუთრებულად ცოტა მახსოვს. მათ შორის, რამდენიმე კვირის წინანდელი, ბექასთან. მოკლე დროის გამო არა, – ძალიან ბევრი სინათლის, განათლების, ნიჭიერების, წესიერების და განსხვავებულობის გამო.
მიხარია, რომ ჩვენთან ხარ, აქებ აიშროყ 😍✌🏻”

