“რატომ არის იტალია და ესპანეთი ევროპის ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნები?”

"რატომ არის იტალია და ესპანეთი ევროპის ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნები?"მომხმარებელმა, რომელიც ნიკით “რეალური ამერიკა” პოსტავს, ფეისბუქში დაწერა:

“საქართველოში რაც განვითარდა ახალი ხელისუფლების დროს, ეს არის ტურიზმი..

ბრიტანეთმა დაკეტა საკუთარი საზღვრები და ტურიზმი ფეხებზე დაიკიდა და აბა თუ იცით რატომ?

იმიტომ რომ მას უამრავი სხვა რამ აქვს განვითარებული და მხოლოდ ტურიზმზე არაა დამოკიდებული..

მსოფლიოში ქვეყნები სადაც ტურიზმი შეადგენს მთავარ შემოსავლის წყაროს, არიან ყველაზე მაჩანჩალა ქვეყნები.

ტურიზმი არის ყველაზე უინტელექტო, ყველაზე მარტივი და ყველაზე უვიცი ხალხის საქმე.

დიდი ტვინი არ ჭირდება ტურიზმს, ააშენე სასტუმრო, დადგი ტელევიზორი , საწოლი და შეყარე ხალხი.

რატომ არის იტალია და ესპანეთი ევროპის ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყნები? იმიტომ რომ მათი ძირითადი შემოსავლის წყარო ტურიზმია და ისინი ამ ეტაპზე ხსნიან საზღვრებს, რადგან სხვა შემოსავალი ამ ქვეყნებს არ აქვთ.

ასე რომ მეგობრებო, ტურიზმით რომელი მთავრობაც იკვეხის, არის ხელმოცარული და უტვინო.”