რუსუდან შარაძე – “არ ვიცი, მიხეილ ცაგარელის ბოდვაში რა არის მართალი და რა ტყუილი!”

რუსუდან შარაძე - "არ ვიცი, მიხეილ ცაგარელის ბოდვაში რა არის მართალი და რა ტყუილი!"რუსუდან შარაძემ ფეისბუქში დაწერა:

“ყველა ეპოქაში, ჰყავდათ და იყენებდნენ ცაგარელისნაირ შარლატანებს. სხვადასხვა იყო ტექნოლოგიები, მიზანი ყოველთვის ერთი – ტყუილ-მართლის ერთმანეთში იმგვარად აზელვა და გადაზელვა, რომ მერე სიმართლეც არავინ დაიჯეროს, იდეა ძირშივე მოისპოს, ბრბოს ერთმა ნაწილმა იხარხაროს, ხოლო მეორე ნაწილი კი ამ შარლატანებს ღმერთის ხმად მიიჩნევდეს.

არ ვიცი, მის ბოდვაში, რა არის მართალი და რა ტყუილი, არც ის ვიცი, ვინ დაავალა, რომ ერთი საათი ამტკიცებდეს, 7 მილიარდი კაცი გაწყდებითო და ბოლოში მიაკნავლოს, რომ ეს მისი აზრია, მაგრამ ფაქტია – ცაგარელი თავისით ამდენს ვერ გაბედავდა. არც ის მჯერა, რომ ტელეკომპანია ,,კავკასიის“ გამოსვეტებული დირექტორშა უანგაროდ ეგუება ამ მართლა სიბნელეს და თავის ახალ იმიჯზე არ ზრუნავს. და საერთოდ, რა უფლებით აშანტაჟებენ ხალხს და აშინებენ გაწყვეტით? თან ეს შარლატანი იმას კი არ ამბობს, ვარსკვლავები მეუბნებიან ამ ყველაფერსო, არა – ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ გადაცემაში, როგორც ასტროლოგი არ საუბრობს.
აბა, ბოდიში და ვინ ჩემი ფეხია?”