სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა – “ვერ დავუშვებ, რომ 2 დამნაშავის გამო სიტუაცია გამძაფრდეს”

სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა - "ვერ დავუშვებ, რომ 2 დამნაშავის გამო სიტუაცია გამძაფრდეს"საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“მივიღე გადაწყვეტილება, გამოვცე უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების აქტი. სანამ მათი შეწყალება ძალაში შევა, მინდა მივმართო საზოგადოებას, რომლისთვისაც დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება იოლად გასაგები არ იქნება და შესაძლოა, ვერც მაპატიოს“,-განაცხადა პრეზიდენტმა.

“მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ არა როგორც სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც იცის ამ ხალხის დანაშაული,  არამედ როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ვიღებ ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

“ვერ დავუშვე, რომ 2 დამნაშავის გამო სიტუაცია გამძაფრდეს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა