შალვა ნათელაშვილი – ”ირაკლი, ალბათ სვეტი, ოპოზიციონერი იყო მამაშენიც… შენ გაგზარდეს ტორტებით და სვეტურად”

შალვა ნათელაშვილი - ''ირაკლი,  ალბათ სვეტი, ოპოზიციონერი იყო მამაშენიც... შენ გაგზარდეს ტორტებით და სვეტურად''შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძეს პასუხობს.

”ირაკლი, შენი აზრით, ალბათ სვეტი, ოპოზიციონერი იყო მამაშენიც, რომელმაც 1991 წლის ცხელი ივლის-აგვისტო გაატარა, ზურაბ ჟვანიასთან ერთად წამოკოტრიალებულმა საქართველოს წარმომადგენლობის კიბეებთან მოსკოვში,  მოთხოვნით – გადადგეს დიქტატორი გამსახურდია.

სწორედ ამ სვეტობას მოჰყვა გადატრიალება, სამოქალაქო ომი, აფხაზეთ-ცხინვალის დაკარგვა, ათეულ ათასობით მოკლული ადამიანის სისხლი,  რომლითაც მერე შენ გაგზარდეს ტორტებით და სვეტურად. ჩვენ, შენი აზრით, გოიმები რას შევეჯიბრებით იმ სვეტობას”. – წერს  შალვა ნათელაშვილი.