შორენა ხიზანეიშვილი – “ახლა იტალიელები ათმაგად უკეთესები გახდნენ ჩემთვის და თითქოს უცხო ქვეყანაში აღარ ვარ”

შორენა ხიზანეიშვილი - "ახლა იტალიელები ათმაგად უკეთესები გახდნენ ჩემთვის და თითქოს უცხო ქვეყანაში აღარ ვარ"იტალიში მცხოვრებმა შორენა ხიზანეიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ზუსტად წელიწადი და ექვსი თვეა რაც იტალიაში ვარ და ასე კარგად თავი, ამ წელიწადნახევრის მანძილზე, არცერთ დილით არ მიგრძვნია. თითქოს ერთ ღამეში მორჩა სტრესი. რა არის ადამიანის ფსიქოლოგია მაინც. როგორც კი კარგად გავიფიქრე, რომ საბუთს ავიღებ და როცა მომინდება მაშინ წავალ სახლში, მაშინ ვიმოგზაურებ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ეგრევე სხვანაირი გახდა სამყარო. ახლა დავჯდები და საფუძვლიანად ვისწავლი ენას. ახლა, იტალიელები ათმაგად უკეთესები გახდნენ ჩემთვის და თითქოს უცხო ქვეყანაში აღარ ვარ. დღეს დილით, სულ სხვანაირ იტალიას გადავხედე აივნიდან. დაჟე, აქაური ყავაც კი მომწონს უკვე მგონი.”