ზაზა აბაშიძე – “მე ვარ მკვლელი, ფაშისტი, უვიცი, გაუნათლებელი მეცნიერუშკა?!”

ზაზა აბაშიძე - "მე ვარ მკვლელი, ფაშისტი, უვიცი, გაუნათლებელი მეცნიერუშკა?!"ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რმა ზაზა აბა­ში­ძემ ფეისბუქში დაწერა:

“მეგობრებო, დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია ჩემ­მა მი­მო­წე­რამ ჩემს მე­გობ­რებ­თან, ამი­ტომ, უპირ­ვე­ლე­სად, მინ­და ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბას უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბის გამო. მაგ­რამ, თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვრა­ცხ გან­ვმარ­ტო ჩემი პო­ზი­ცია: ჩემი სი­ტყვე­ბი მუ­შე­ვა­ნის ამ­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით აი­ტა­ცეს ვაი-პო­ლი­ტი­კო­სებ­მა, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ნა­წილ­მა და რე­ზულ­ტა­ტიც: ვარ მკვლე­ლი, ფა­შის­ტი, უვი­ცი, გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი მეც­ნი­ე­რუშ­კა, აგენ­ტი და, რაც მთა­ვა­რია ეროვ­ნუ­ლი შუღ­ლის გამ­ღვი­ვე­ბე­ლი! ეს ცი­ლის­წა­მე­ბაა (თუმ­ცა, ამის დამ­წერ­ნი სხვას რას აკე­თე­ბენ!?). არც ერთი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვა, არც ერთ ერზე ჩემს მე­გობ­რებ­თან მი­მო­წე­რა­ში არ არის! პი­რი­ქით, აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ეს ეხე­ბა ყვე­ლას – აზერ­ბა­ი­ჯა­ნელს, ქარ­თველს, რუსს – სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს!

ყვე­ლას, ვინც შეგ­ნე­ბუ­ლად თუ შე­უგ­ნებ­ლად არ­ღვევს სა­გან­გე­ბო რე­ჟიმს და, ამით საფრ­თხეს უქ­მნის სხვას, იქ­ცე­ვა ვირუ­სის გა­მავ­რცე­ლებ­ლად და პრაქ­ტი­კუ­ლად მკვლე­ლად! ზუს­ტად იგი­ვეს დავ­წერ­დი, მსგავ­სი ფაქ­ტი რომ მომ­ხდა­რი­ყო სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ კუ­თხე­სა თუ სო­ფელ­ში. აი, ჩემი კო­მენ­ტა­რე­ბის ში­ნა­არ­სი მე­გობ­რის სტა­ტუს­ზე უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბის გა­რე­შე!

რაც შე­ე­ხე­ბა აჟი­ო­ტაჟს, რო­გორც ჩანს ამ ვაი-პო­ლი­ტი­კო­სებს მარ­თლა აღა­რა­ფე­რი აქვთ სათ­ქმე­ლი და ქარ­თუ­ლი ან­და­ზი­სა არ იყოს „მი­ზეზ-მი­ზეზ დოს მა­რი­ლი აკ­ლია“.

ასე­ვე მო­ვუ­წო­დებ ბო­დი­ში მო­ი­ხა­დონ მათ, ვინც ჩემი სი­ტყვე­ბი ეთ­ნი­კუ­რი შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბის მცდე­ლო­ბად წარ­მო­ა­ჩი­ნა”