ზვიად კუპრავა მალხაზ მაჩალიკაშვილს – “ვაჟკაცი ხარ! ნამდვილი ჩეჩენი, ქისტი, ქართველი…”

ზვიად კუპრავა მალხაზ მაჩალიკაშვილს - "ვაჟკაცი ხარ! ნამდვილი ჩეჩენი, ქისტი, ქართველი..."ზვიად კუპრავამ ფეისბუქში დაწერა:

“მალხაზ, ამ დილით ხატიამ მითხრა, რომ შენი დაბადების დღე იყო, მაგრამ არ მოგილოცე.. უფრო სწორად, ვერ მოგილოცე.
გამიჭირდა, თემირლანის მამისთვის დაბადება მიმელოცა. მაგრამ მაინც, გადავწყვიტე დავწერო.
დაბადების დღეს არ გილოცავ, მაგრამ სურვილებს, მიზნებს, გისურვებ რომ მიაღწიო..
ვაჟკაცი ხარ! ნამდვილი ჩეჩენი, ქისტი, ქართველი.. სიმბოლო კაცის და ადამიანის! შენნაირი კაცის შვილი არ არის მკვდარი, ის უბრალოდ გარდაიცვალა და დღეს ჩვენ ყველა, მთელი საქართველო თემირლანს მივაგებთ პატივს. ეს არის შენი დამსახურება.
შენ ხარ კაცი, რომელიც არ გაიყიდე, არ გაცვალე, არ მიატოვე შენი შვილი!
ამიტომ, ჩემი, ჩემი მეგობრების და გონიერი საქართველოს პატივისცემა შენ, ვაახ თერლოევ!
მიყვარხარ ძმურად, როგორც კაცი! შენ ხარ მაგალითი ჩემთვის!
პატივისცემით,
ზვიად კუპრავა.”