“ჩემ შიგნით ჩემი მკვლელია… საზარელი მკვლელი…”

"ჩემ შიგნით ჩემი მკვლელია... საზარელი მკვლელი..."ნინო ქინქლაძე ჭიღიტაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“დღეს მივხვდი, რომ მეშინია, ძალიან, ძალიან მეშინია… მარჯვენა ხელი სად ვიტკინე, რა მოხდა, სად გავიჭერი, ვერც კი გავიგე, მარჯვნივ შეგრძნება არა მაქვს, სითხე და სისხლი რომ წამოვიდა, მაშინღა მივხვდი..აი, ამის მეშინია, რომ ერთხელაც დავკარგავ ჩემი ორგანიზმის მთლიანობაზე კონტროლს და ხუხულასავით დამენგრევა აქნობამდე ვითომდა უშიშრად ნაშენი .და ამ კონტროლის დაკარგვას რა მოჰყვება, ეგ მართლა არ ვიცი…
მეშინია ყველაფრის, სიტყვა კიბოსიც კი გასროლილი ტყვიასავით, ჩხრიალა გველივით მეშინია..იმიტომ, რომ ვიცი, რა საძაგელია..ჩემ შიგნით ჩემი მკვლელია…საზარელი მკვლელი…
ამ შეგრძნებით ცხოვრებას მართლა ჯობია არ ცხოვრება!
მე ვიცი, ეს არსებობა უფლისგან ჩემი სასჯელია ..
მაპატიოს უფალმა შეცოდებანი ჩემნი….”