დავით დარჩიაშვილმა ფეისბუქში დაწერა:
“მესიზმრა, რომ ჭავჭავაძეზე სასეირნოდ გავედი. უცებ საიდანღაც გერმანელი ფაშისტები გაჩნდნენ – ბევრნი, მწყობრად და, რატომღაც, ცისფერ მუნდირებში. ისინი გამვლელებს აქუჩებდნენ და ვაკის პარკისაკენ მიერეკებოდნენ. პარალელური ქუჩებიც თანდათან იბლოკებოდა. დაგვეუფლა შიში და გადავწყვიტეთ, თავი უცხო, მაგრამ კეთილი მაცხოვრებლების ბინებისათვის შეგვეფარებინა. სადარბაზოსთან მომღიმარე ფაშისტი დაგვხვდა და “ველქომო” თქვა. შევედით, ავრბივართ სართულებზე და უცებ სახლმა დახრა დაიწყო. თურმე შეგვკრიბეს ერთობლივად და დინამიტით აგვაფეთქეს. მაგრამ გადავრჩით. სახლი რაღაცნაირად გვერდზე გადაწვა. ჩვენც გადმოვძვერით და ბარნოვით გამოვაღწიეთ.”

