დავით ჭიჭინაძე – „ლელოს“ და მის ლიდერებს ხალხთან საერთო არაფერი აქვთ”

დავით ჭიჭინაძე - „ლელოს“ და მის ლიდერებს ხალხთან საერთო არაფერი აქვთ''ოპოზიციაში განვითარებული მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე წერს:

”აბსოლუტურად ვეთანხმები ალეკო ელისაშვლის, როდესაც ამბობს, რომ „გიგა ბოკერიას სტამბოლის ბაზარი აქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში.“
ბოკერიას, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს ეროვნულ ფასეულობებთან.

პირადად ელისაშვილს კი ვეტყოდი, რომ ის პოზიციონირებდა როგორც ხალხოსანი პოლიტიკოსი და ამიტომ იმსახურებდა სიმპატიას.
ხალხოსნობას კი „ლელოსთან“ რა კავშირი აქვს?

რადგან „ლელოს“ და მის ლიდერებს ხალხთან და მათ ინტერესებთან საერთო რომ არაფერი აქვთ, ეს პრაქტიკულად ყველა ოჯახს აქვს საკუთარ თავზე გამოცდილი.