დინა მირცხულავა – “ჩემი ძმა რომ მოკლეს, დღემდე ვფიქრობ, რა იქნებოდა, ცოტათი მაინც მისი ბრალი ყოფილიყო…”

დინა მირცხულავა - "ჩემი ძმა რომ მოკლეს, დღემდე ვფიქრობ, რა იქნებოდა, ცოტათი მაინც მისი ბრალი ყოფილიყო..."დინა მირცხულავამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებაზე ფეისბუქში დაწერა:

“რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ის ლამაზი ბავშვი არ ამომდის გონებიდან…
ვუყურე ყველა არხის ყველა საინფორმაციოს, წავიკითხე ათეულობით სააგენტოს სტატიები…
წავიკითხე კომენტარებიც…
თუ ტკენაა, ბარემ ბოლომდე მეტკინოს – მეთქი.
ერთადერთი, რასაც ვლოცულობ ახლა, გამოძიებამ დადგინოს, რომ არ მოუკლავთ…
ვიცი, მაინც მკვლელობაა, მაგრამ ისიც ზუსტად ვიცი, რასაც და რატომ ვწერ…

ჩემი ძმა რომ მოკლეს, დღემდე ვფიქრობ ხოლმე – რა იქნებოდა მისი ბრალი ყოფილიყო, ცოტათი მაინც, სულ ცოტათი ! ან გზაზე გადაერბინა, ან რავიცი, რაღაც მოეფიქრებინა და თვითონაც ყოფილიყო დამნაშავე თავის სიკვდილში…
ოდნავი შვებაა ეს.
მაგრამ რომ იცი ალალ – მართალი, სრულიად უდანაშაულო მოგიკლეს, რომ საკუთარ სიკვდილში იოტის ოდენადაც კი არ უდევს ბრალი – კიდევ უფრო უბოროტდები ცხოვრებას…

(((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((?”