ლეიბორისტული პარტიის წევრი ნინო მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:
”ამ დილით ჩვენი მხარდამჭერის წერილი დამხვდა მესენჯერში. ვფიქრობ, თქვენთვისაც საინტერესო იქნება.
,,გამარჯობათ ქალბატონო ნინო. გუშინ დამირეკეს გამოკითხვას ვატარებთ, ინტერნეტ მედია ჰოლდინგიდან ვართ და რომელ პარტიას მიცემთო ხმასო. ჩამონათვალში იყვნენ: ქოცები, ნაცები, ევროპული საქართველო, ახალი საქართველო. ლეიბორისტები არ იყვნენ. მერე _ პოლიტიკოსებიდან ვის ისურვებდით პრემიერადო: გიორგი ვაშაძეთი დაიწყო და ჩამოყვა: მელია, ხოშტარია ელისაშვილი, ბაქრაძე, გახარია. შალვა აქაც არ ეწერა. შალვა ნათელაშვილი და ლეიბორისტები რატომ არ არიან თქო? არ ვიცი ბატონო, ასე მომცესო და ჩავინიშნავო. ვუთხარი პრემიერად მხოლოდ შალვას ვისურვებდი თქო. დაუშვათ ორი რო იყოს, გახარია და გიორგი ვაშაძეო, ოპოზიციონერს, რა თქმა უნდა თქო… დავეჭვდი, მნომერი შევამოწმე და გიორგი ვაშაძის ოფისის ნომერი აღმოჩნდა +995322111″
…..
მოკლედ თუ ვინმეს ეჭვი გეპარებათ, გადარეკეთ ამ გვერდზე და ჩემსავით მოისმინეთ ბატონ გიორგი ვაშაძის ხმა: ,,გამარჯობა, მე გიორგი ვაშაძე ვარ”…. ,,ინტერნეტ მედია ჰოლდინგიც” იგივე ოპერიდანაა…..
მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს ბატონ გიორგი ვაშაძესთან: ბატონო გიორგი, გულწრფელად მაინტერესებს, რატომ არაა თქვენს ინტერესში, ასეთ გამოკითხვაში ლეიბორისტული პარტია და შალვა ნათელაშვილი?”

