ეს ბავშვი არის ნამდვილი გმირი. 14 წლისაა და კახეთში დღიურ მუშად მუშაობს მიწის დამუშავებაზე, იმისთვის, რომ საღამოს სახლში პური მიიტანოს. სახლში ჰყავს უნარშეზღუდული, ფსიქიკური პრობლემებით და-ძმა და ასევე უნარშეზღუდული დედა. მათთვის მუშაობს, რომ ზოგჯერ მაინც ჰქონდეთ საჭმელი. ნუგო ქვია და მაგარი ბიჭია, მაგრამ ძალიან ჭირს არსებობა :/ ბავშვებს ტანზე ჩასაცმელიც არაფერი აქვთ და სახლში მართლა საშინელება ხდება :/
თბილისის შემდეგ, დავიწყეთ საჭმელის დარიგება კახეთში და ვეხმარებით ადამიანებს, რომლებიც მართლა ყოველ დღეს შიმშილობენ :/ გაჩერებულია სამუშაოები და ადამიანებმა შვილებს რა აჭამონ მართლა არ იციან :/ ძალიან ბევრი ოჯახია ასე და ჩვენც სათითაოდ მივალთ ყველგან, რომ სანამ ეს დამპალი პანდემია დამთავრდება, უბრალოდ საჭმელი მაინც ჰქონდეთ ბავშვებს და მოხუცებს, რომლებსაც, ბევრს მომკითხავიც კი აღარ ჰყავს :/
კახეთში ვართ და ვეხმარებით ყველას, რამდენსაც შევძლებთ და რამდენის საშუალებაც გვექნება. მოგვეხმარეთ რა ვისაც რა შეგიძლიათ, მშიერი და ავადმყოფი ბავშვების ყურებაზე საშინელება საერთოდ არაფერი არ არსებობს :/ვისაც პირადად ნახვა გნებავთ, ოჯახების მისამართებზე დამირეკეთ ჩემს ნომერზე, ინფოში მიწერია. ვინც მიცნობთ, მოგვეხმარეთ რითიც შეძლებთ, ნუგოსთვის და სხვა ბავშვებისთვის :/ ❤️ გაგვივრცელეთ ეს ამბავი რა, რაც შეიძლება ბევრგან უნდა მივიდეთ ❤️
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ –
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისიბანკი
GE90TB7603845061100016
თიბისი ფეიში მოძებნეთ “ქველმოქმედება” და შემდეგ პირველივეა “ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს”
PayPal – Sinjikashvili@gmail.com
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili
აბა ჩვენ ვიცით

