გია ხუხაშვილი – “ქველმოქმედ კადიროვზე სიუჟეტის გაშვება სუსმა უნდა შეისწავლოს”

გია ხუხაშვილი - "ქველმოქმედ კადიროვზე სიუჟეტის გაშვება სუსმა უნდა შეისწავლოს"ინფორმაციას რამზან კადიროვის მიერ ცხინვალში საჩუქრად 100 ტონა ფქვილის გაგზავნის შესახებ გია ხუხაშვილი ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

“ვითარებაში, როდესაც კადიროვი საზოგადოების ნაწილის მხრიდან ეჭვმიტანილია საქართველოში ტერაქტის დაკვეთაში, მასზე როგორც ქველმოქმედზე სიუჟეტის გაშვება შესასწავლია სუს-ის მიერ – ეს უბრალო დამთხვევაა, თუ კადიროვის პოლიტიკური, ან კომერციული საიმიჯო რეკლამის ფარული დაკვეთის შესრულება.”