გია ხუხაშვილი – “შაქარაშვილის საქმეში მონაწილე ყველა სპორტსმენი უნდა იქნას სამუდამოდ დისკვალიფიცირებული”

გია ხუხაშვილი - "შაქარაშვილის საქმეში მონაწილე ყველა სპორტსმენი უნდა იქნას სამუდამოდ დისკვალიფიცირებული"გიორგი შაქარაშვილის საქმეში სპორტსმენების მონაწილეობას გია ხუხაშვილი ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

“როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს სპორტული საზოგადოება, რომელიც ჯერ-ჯერობით დუმს?

ამ ინციდენტში მონაწილე ყველა სპორტსმენი უნდა იქნას სამუდამოდ დისკვალიფიცირებული.

პრევენციის მიზნით, უნდა დაკანონდეს ნორმა, რომლითაც ყველა სპორტსმენი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ ტიპის გარჩევებში, ან პოლიტიკურ პროცესში ფიზიკურად ჩაერევა, იქნება სამუდამოდ დისკვალიფიცირებული.”