ექიმი გიორგი კამკამიძე სოსიალურ ქსელსი წერს, რომ ერთ-ერთმა გერმანულ კომპანიამ ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოს ნაცვლად ”სამხრეთ ოსეთი” ჩაწერა.
”COVID-19 PCR დიაგნოსტიკისათვის სასწრაფოდ დამჭირდა ლაბორატორიული მასალის შეძენა და ერთ-ერთ კომპანიასთან აღმოვაჩინე, რაც მჭირდებოდა. დავიწყე ჩემი ანგარიშის რეგისტრაცია მათ პორტალზე და რას ვხედავ – ქვეყნების სიაში საქართველო არ არის – ხოლო ჩემს IP მისამართს აღიქვამს როგორც “სამხრეთ ოსეთის” მისამართს. ქვეყნების სიაში მართლაც სამხრეთ ოსეთია, ხოლო საქართველო გამქრალია! მივწერე და ვნახოთ რას მიპასუხებენ – ასეთი ქვეყანა აღარ არსებობსო რომ მოწერონ, არ გამიკვირდება!” – წერს გიორგი კამკამიძე.


