ირაკლი კობახიძე – “მოქალაქეებს, რომლებიც ხმის მისაცემად საარჩევნო უბანში მივლენ, პირბადის მოხსნა ორჯერ მოუწევთ”

ირაკლი კობახიძე - "მოქალაქეებს, რომლებიც ხმის მისაცემად საარჩევნო უბანში მივლენ, პირბადის მოხსნა ორჯერ მოუწევთ"“მოქალაქეები, რომლებიც ხმის მისაცემად საარჩევნო უბანში მივლენ, პირბადის მოხსნა ორჯერ მოუწევთ. უშუალოდ კენჭისყრის სივრცეში შესვლისას და რეგისტრაციის გავლისას”.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან პირველი მოსმენით საარცევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი წარმოადგინა.
„რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია ის, რომ პირბადე უნდა ჩამოიხსნა ორჯერ, ჯერ როცა შედიხარ საარჩევნო უბანში კენჭისყრის სივრცეში და ასევე, უშუალოდ რომ გადიხარ რეგისტრაციას. ეს გათვალისწინებულია, ანუ ამოცნობის პრობლემა თავისთავად არ იქნება. ყოველშემთხვევაში, ამომრჩეველს დაეკისრება ის ვალდებულება, რომ ჩამოიხსნას პირბადე იმ დროს, როცა მისი ამოცნობა არის აუცილებელი. თუ დაზუსტება არის საჭირო, შეგვიძლია დავაზუსტოთ სააარჩევნო კოდექსშიც, მაგრამ სხვანაირად გამორიცხულია რეგისტრაცია ისე გაიაროს ამომრჩეველმა, მისი ამოცნობა რომ არ შეიძლებოდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით,  ანტისეპტიკური სითხე არ შლის მარკირების სითხეს.

აიპრესი