ირაკლი ოქრუაშვილი – ასე ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია…  ქვეყანა წინ ვერ მიდის, ჩიხშია შესული

ირაკლი ოქრუაშვილი - ასე ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია...  ქვეყანა წინ ვერ მიდის, ჩიხშია შესული”ყველამ ვკითხოთ ჩვენს თავს, რა არის გამოსავალი?” – წერს ”გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

”წელიწადზე მეტია, თუ მეტი არა, უზომოდ დიდი ნეგატივის მიღება უწევს ჩვენ საზოგადოებას და ქვეყანას თავისთავად. დღე არ გავა ან ახალგაზრდის გარდაცვალება არ გახდეს საქვეყნო “მოვლენა” ან დანგრეული თუ დაუმთავრებელი ხიდის მსგავსი.

ასე ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია, რადგან ერთი, ინდივიდუალურ-ვირტუალურ-პოზიტიურ სამყაროს ვერავინ მოვიწყობთ და მეორე, ქვეყანა წინ ვერ მიდის და ჩიხშია შესული.

ყველამ ვკითხოთ ჩვენს თავს, რა არის გამოსავალი?” – წერს ოქრუაშვილი.