ირაკლი ოქრუაშვილი – ”მდინარაძე დავიჭირე და გავუშვი, ღარიბაშვილი სამსახურში არ მივიღე… ასე იწრთობოდა ფოლადი”

ირაკლი ოქრუაშვილი - ''მდინარაძე დავიჭირე და გავუშვი, ღარიბაშვილი სამსახურში არ მივიღე... ასე იწრთობოდა ფოლადი''თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა მამუკა მდინარაძეს სოციალურ ქსელში უპასუხა:

”ახია ჩემზე – ღარიბაშვილი ოპერად არ მივიღე ქალაქის სამმართველოში და ჯერ პრემიერ-მინისტრი გახდა, მერე თავდაცვის მინისტრი.

ანუ, რომ არა მე, ესეთ კარიერას ვერ გაიკეთებდა. ოპერად დარჩებოდა.

კიდევ ახია – მდინარაძე დავიჭირე, გამომძიებელი იყო ვაკეში… კაბინეტში მოვიყვანე და ვუთხარი ორ კვირაში გაგიშვებ, რადგან არ გეკუთვნოდა დაჭერა-მეთქი (მსუბუქად მიქარა და ისე გაება).

ესენი, ერთი რომ დამენიშნა და მეორე რომ არ დამეჭირა, ასეთ სიმაღლეებს ვერ მიაღწევდნენ…

ასე იწრთობოდა ფოლადი”… – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.