ჯაბა ზარქუამ ფეისბუქში დაწერა:
“სხვისი დამუნათება ადვილია, მოდი ჩვენ-ჩვენი პირობები დავდოთ, ყოფითი:
არანაირი პირობებით და არანაირ ხელფასზე და არანაირ კონტექსტში არ ვიმუშავებ რუსეთის არც ერთ კლინიკაში არანაირ წამყვან პოზიციაზე, თუ კი – აგერ ეს სტატუსი, არ წავშლი ))
ქვეყნის ნახევარმა მაინც რომ დავდოთ ეს პირობა და არ დავარღვიოთ, უკვე საქმე იქნება თორე ისე რა გამოდის იცით, პონტი არაა და იმიტომ არ მივდივართ თორემ გავიქცეოდით ეგრევე. ჰოდა არათქო ვამბობ აგერ, სხვანაირად თუ მოვიქეცი არ წავშლი ამ სტატუსს და ამაფარეთ სახეში მოურიდებლად.
თბილისის მერე მოსკოვში კი არა, ზოგადად სხვა ქალაქში რა მაცხოვრებს და მამუშავებს, შანსი არაა. სწავლა – იცოცხლე, სადმე ცივილიზაციაში, ოღონდ მოსკოვში სასწავლიც არაფერია საბედნიეროდ და ამ მიზნითაც გამოირიცხა ჩასვლა ))”

