“კალაძემ დამარტყა და ტანსაცმელი შემომახია” – რა მოხდა ვარკეთილის სკვერში – ვიდეო

"კალაძემ დამარტყა და ტანსაცმელი შემომახია" - რა მოხდა ვარკეთილის სკვერში - ვიდეოთბილისის მერი სკანდალში ეხვევა – კახა კალაძემ საპროტესტო აქციის მონაწილეს ხელი გაარტყა. ფიზიკური დაპირისპირება ვარკეთილში სკვერის გახსნის დროს მოხდა.

თბილისის მერი ვარკეთილში იმყოფებოდა, როდესაც მასთან „ანას ბაღის“ მცველები და სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

კახა კვეკვესკირი ამბობს, რომ თბილისის მერმა მას ხელი გაარტყა და ტანსაცმელი შემოახია.

“ეს არის მერი, ძალადობენ, ამას აკეთებს თბილისის მერი, უზრდელი მერი”, – ამბობს დაზარალებული.

ინციდენტის შემდეგ კალაძემ განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ ისინი პარტიული აქტივისტები იყვნენ.

“მოსახლეობას არანაირი კავშირი არ აქვს, ორი თაღლითი ნაციონალი იყო მოსული, რომლებსაც ჰქონდათ მცდელობა, დაეგეგმათ პროვოკაცია, თუმცა, მათ ეს არ გამოუვიდათ”, – ამბობს კალაძე.

თბილისის მერის გარდა, აქციის მონაწილეებს ფიზიკურად დაცვის თანამშრომლებიც გაუსწორდნენ. პროტესტის მონაწილეები ინციდენტის ადგილიდან სამართალდამცავებმა გაიყვანეს.