ლუარა ნიჟარაძე – “ვიღაცა კარებს აბრახუნებს, ინერციით სიზმრებიდან ლოგინიდან გადმოვარდე ლამის…”

ლუარა ნიჟარაძე - "ვიღაცა კარებს აბრახუნებს, ინერციით სიზმრებიდან ლოგინიდან გადმოვარდე ლამის..."იტალიაში მცხოვრებმა ლუარა ნიჟარაძემ ფეისბუქში დაწერა:

“გძინავს ,არავის ელოდები და გგონია რომ ჩვეულებრივია ,რომ არავინ მოვა,თითქმის 15 წელი ამას მივეჩვიე,თუმცა იტალიელები მეორე დღით სიურპრიზს მიკეთებდნენ,არავის გამოუტოვებია არასდროს,ზრდილობიანი ხალხია,კონტრაქტში გიწერია თარიღი და არ დაავიწყდებათ.სწორედ ეს არის არ დაგვავიწყდეს ერთმანეთს მივანიჭოთ სიამოვნება.თუნდაც ერთი თბილი სიტყვა ვუთხრათ ერთმანეთს და გვახსოვდეს რომ ყურადღება,სითბოსი და პატივისცემის გამოხატვა ცხოვრებისეული ატრიბუტებია.
….სწორედ ასე ინერტულად ღამეული ლანდებიდან სიზმარში ხარ .ვიღაცა კარებს აბრახუნებს ინერციით სიზმრებიდან ლოგინიდან გადმოვარდე ლამის.
ასეთი ვარ,ხან ბობოქარი,ხან ჩვეულებრივი უბრალო,ხან რომანტიული,ხანაც უსახო…და ა.შ.მაგრამ გამიხარდა.ყურადღება გამიხარდა.მივხვდი ღირდა ყველაფერი ყველაფრად.
…….ბედნიერებაა როცა გყავს გვერდით ადამიანები ვინც გიყვარს,ვისთვისაც თავს გასწირავ და ვინც ამას დაგინახავს.მიხვდები სწორად დაგიხნავს და დაგითესავს.

უფალი ისედაც ხედავს მაგრამ ადამიანური მიდგომებიც ერთმანეთის მიმართ აუცილებელია.ამიტომ გიყვარდეთ ერთმანეთი,გაუფრთხილდით ერთმანეთს,ოჯახს,ახლობელს,მეგობარს და უბრალოდ ნაცნობს.
….გაივლის ,ყველა განსაცდელი გაივლის,მთავარია ადამიანური სახე შევინარჩუნოთ და ადამიანებად დავრჩეთ ყოველთვის.აკეთეთ,რაც შეგიძლიათ,როგორც შეგიძლიათ,არა ვინმეს დასანახად,არამედ იმიტომ რომ ეს სიკეთე გულიდან მოდის.ეძებეთ ერთმანეთში არა ცუდი ,არამედ კარგი,სწორედ ამ კარგიდან შეხედეთ ერთმანეთს და ცხოვრება უფრო მარტივად მოგეჩვენებათ.
..ეპისტოლესავით გამომივიდა მაგრამ ასე წამოვიდა გულიდან,ალალად,უშუალოდ.
გაუფრთხილდით ერთმანეთს,ოჯახს,სამშობლოს💖💖💖💖💖💖💖💖მიყვარხარ შენ ჩემო ძვირფასო ადამიანო ❗❗❗❗”