“მორიგი პროვოკაცია რუსეთიდან” – სამხედრო ექსპერტი საქართველოში 2008 წლის სცენარის განმეორებას წინასწარმეტყველებს

რუსეთის ნაბიჯებს, რომელმაც საქართველოს საზღვართან, კრასნოდარის მხარეში უახლესი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განთავსება დაიწყო.  ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „იზვესტია“ ავრცელებს.

ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია „მეტრონომთან“ ამ ფაქტს პროვოკაციულ ქმედებად აფასებს. მისი თქმით, ეს საკითხი შეიძლება დავუკავშიროთ „ღია ცის ხელშეკრულებიდან“ აშშ-ს გამოსვლის ფაქტს. მისივე განცხადებით მოსკოვი საკუთარი ძალების დემონსტრირებას ცდილობს.

„ამას წინ უძღოდა „ღია ცის ხელშეკრულებიდან“ აშშ-ს გამოსვლა იმის გათვალისწინებით, რომ რუსები არ აძლევენ საშუალებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების თავზე სადაზღვერვო მისიების განხორციელებას.

„საქართველო ექცევა რკალური სივრცეში. რუსეთმა ამ პერიოდის განმავლობაში 500 ახალი ტიპის სამხედრო შეიარაღება განათავსა საქართველოს საზღვართან.

„გამოდის, რომ საქართველოს უშუალო საზღვართან დღეს კონცენტრირებულია სამი არმია: 49-ე, 58-ე და მე-8 არმია, რომლებიც ნებისმიერ დროს შეიძლება გადაკეთდეს ერთიან საარმიო დაჯგუფებად, რომლითაც განახორციელოს 2008 წლის სცენარი,“ – თქვა მაისაიამ.

ცნობისათვის, რუსული გამოცემა „იზვესტიას“ იუწყება, რომ რუსეთმა საქართველოს საზღვართან, კრასნოდარის მხარეში უახლესი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განთავსება დაიწყო, რომელიც „კავკასიას და შავ ზღვას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემებია.“ გამოცემის ცნობით, კრასნოდარის მხარე დისლოცირებული 90-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადას უახლესი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა „ბუკ-მ3″-ებით აღიჭურვება.

მეტრონომი