ნინო ჯანგირაშვილი – “სუპერმარკეტ “ევროპროდუქტში” 1 პროდუქტი ჩეკში ორჯერ გამიტარეს”

ნინო ჯანგირაშვილი - "სუპერმარკეტ "ევროპროდუქტში" 1 პროდუქტი ჩეკში ორჯერ გამიტარეს"ნინო ჯანგირაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“მართლა რა უბედურებაა ეს ქართული სუპერმარკეტები, მე მრცხვენია მათ მაგივრად. ამჯერად ევროპროდუქტი: ერთი და იგივე პროდუქტი ისევ ორჯერ გამიტარეს ჩეკში. ვიგრძენი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, მაგრამ მომერიდა და არ შევიმჩნიე. სახლში მოსვლის შემდეგ გადავამოწმე ქვითარში და ორჯერ არის გატარებული ერთი და იგივე პროდუქტი. სულ ქვითრებში უნდა ვიქექო? თუ რაღაც ძალიან არ მეუცნაურა არ ვამოწმებმ ხოლმე და წარმომიდგენია, რამდენი მაქვს გადახდილი ზედმეტად. შეამოწმეთ ხალხო სულ.😨”