ოთარ კვირიკაშვილი – ”ოდნავ წინ გავიხედოთ… შეიძლება ნახევარზე მეტი კუნძი მოხვდეს პარლამენტში”

ოთარ კვირიკაშვილი - ''ოდნავ წინ გავიხედოთ... შეიძლება ნახევარზე მეტი  კუნძი მოხვდეს პარლამენტში''”ზოგადად 2020 უნდა იყოს პროგრესის წელი, განვითარებამ უნდა დაამარცხოს სიბნელე და ეს არამარტო ქართული ოცნების დამარცხებაში გამოიხატება, შიგნით, ოპოზიციურ სპექტრშიც ყველაზე განვითარებული მოაზროვნე ხალხი უნდა წამოვწიოთ წინა პლანზე”. – წერს სოციალურ ქსელში ”გამარჯვებული საქართველოს” წევრი ოთარ კვირიკაშვილი

”ჩემთვის მიუღებელია და ეს ჩემი პირადი აზრია, რომ 30 ოლქი, პარტიული კვოტებით გადანაწილდეს, მე ვფიქრობ პიროვნებები და ფიგურები უნდა წამოვიდნენ წინა პლანზე, რადგან თუნდაც მოვიგოთ არჩევნები, დიდი შანსია ნახევარზე მეტი ჩვეულებრივი კუნძი მოხვდეს იმ პარლამენტში, რომელსაც არც ქვეყნის მართვა შეუძლია და არც ინიციატივის დაყენება. ოდნავ წინ გავიხედოთ.

უპირატესობა მივანიჭოთ ადამიანებს გონების და არა პარტიული კუთვნილების მიხედვით”.