“ყველას ჩვენი წილი ალექსი გვყავდა…” – მიშა ფეიქრიშვილის პოსტი

"ყველას ჩვენი წილი ალექსი გვყავდა..." - მიშა ფეიქრიშვილის პოსტიპატარა ალექსი პატურაშვილის გარდაცვალებაზე მიშა ფეიქრიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, თითქოს ყველას ჩვენი წილი ალექსი გვყავდა. რომ გვეფიქრებოდა, რომ გვედარდებოდა, რომ გვეჩვენიანებოდა.

ბოლო კვირებში, თითქოს ჩვევადაც მექცა, ყოველ დილით იმ ჯგუფში შემეხედა, სადაც მასზე წერდნენ, ფოტოებს დებდნენ, კითხულობდნენ, გულშემატკივრობდნენ, ამხნევებდნენ.

თითქოს ყველამ დავიჯერეთ და ერთმანეთიც დავაჯერეთ, რომ სასწაულები ხდება. ერთმანეთიც არ გვემეტებოდა ასეთი დასასრულისთვის.

ბავშვები არ უნდა კვდებოდნენ, შვილი არავის უნდა უკვდებოდეს. ეს ტრაგედიაც არა, დედამიწის ამობრუნებაა.”