სალომე ბარკერი პროკურატურას 3 ივლისამდე აძლევს ვადას – “სოფის სკოლა აუცილებლად აგებს პასუხს სამართლებრივად”

სალომე ბარკერი პროკურატურას 3 ივლისამდე აძლევს ვადას - "სოფის სკოლა აუცილებლად აგებს პასუხს სამართლებრივად"ლა­გო­დეხ­ში ექ­სკურ­სი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლი 16 წლის სოფო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბას ერთი წლის შემ­დე­გაც არ აქვს პა­სუ­ხი. გო­გო­ნას ოჯა­ხი მი­იჩ­ნევს, რომ 2019 წლის 26 მა­ისს მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სიკ­ვდი­ლი იყო და გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­თა­ნა­დოდ უნდა და­ი­სა­ჯონ, თუმ­ცა 1 წე­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან ერ­თა­დერთ პა­სუხს იღე­ბენ – “მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა”.

გარ­დაც­ვლი­ლის და, ბლო­გე­რი სა­ლო­მე ბარ­კე­რი პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თავს და საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად ერ­თთვი­ან ვა­დას აძ­ლევს:

“დღეს 2020 წლის 4 ივ­ნი­სია, უმ­რავ­ლე­სო­ბა თქვენ­გან­მა იცით და ალ­ბათ არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, ვინც არ იცის ან არ ეწყი­ნა (ნუ, არ­სე­ბო­ბენ, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი არ არი­ან) ეს ამ­ბა­ვი, კერ­ძოდ 2019 წლის 26 მა­ისს მომ­ხდა­რი ე.წ. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა გურ­გე­ნი­ა­ნის ჩანჩქერ­ზე, ლა­გო­დეხ­ში, რო­მელ­მაც იმ­სხვერ­პლა ჩემი 16 წლის უსაყ­ვარ­ლე­სი და სოფი, მზეც, მთვა­რეც და ყვე­ლა ვარ­სკვლა­ვი რომ ამომ­დი­ო­და მას­ზე და ყვე­ლა ცი­უ­რი სხე­უ­ლი რომ ჩა­ი­ყო­ლა იმ ჩანჩქერ­ში იმ დღეს. აწ და მა­რა­დის, უკუ­ნი­თი უკუ­ნი­სამ­დე, ამინ.

ეს ერთი წე­ლიც, რო­მე­ლიც ვი­ღა­ცის­თვის თვა­ლის ერთ და­ხამ­ხა­მე­ბა­ში და ვი­ღა­ცის­თვის ერთი თვა­ლის ხამ­ხამ­ში გა­ვი­და, არ მგო­ნია დი­დად უც­ნო­ბი იყოს თქვენ­თვის რითი ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი – ძი­რი­თა­დად ჩემი ყუ­რა­დღე­ბის ქვეყ­ნის ბედ­ზე დარ­დში გა­და­ტა­ნით და ში­გა­და­შიგ გლო­ვით, აქა­იქ გაქ­ცე­ვით და გა­მოქ­ცე­ვით. თუმ­ცა, სარ­ბე­ნი კი­დევ ბევ­რია.

და გა­ინ­ტე­რე­სებთ რაში გა­ვი­და ეს ერთი წელი სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის, რო­მე­ლიც მომ­ხდარს იძი­ებს? 30-მდე მოწ­მე და­კი­თხა და ხუ­თამ­დე “სა­ბუ­თი” გა­მო­ი­თხო­ვა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან.

30-მდე მოწ­მი­დან 17 სო­ფის კლა­სე­ლია, იმ დღეს­ვე და მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში და­ი­კი­თხნენ მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად. და­ნარ­ჩე­ნი მოწ­მე­ე­ბი (რე­ინ­ჯე­რი, ნაკ­რძა­ლის დი­რექ­ტო­რი, ად­გილ­ზე მყო­ფი ოთხი ტუ­რის­ტი, მე და დე­და­ჩე­მი) ასე­ვე მა­ლე­ვე, ზა­ფხულ­ში. ექ­სპერ­ტი­ზაც, ყვე­ლა სა­ჭი­რო და სტან­დარ­ტუ­ლი პრო­ცე­დუ­რაც ზა­ფხულ­ში დას­რულ­და.

ზა­ფხუ­ლის მერე გა­ვი­და – ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექ­ვსი, შვი­დი, რვა, ცხრა თვე და ამ­დე­ნი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი გვპა­სუ­ხობს, რომ (აბა გა­მო­ი­ცა­ნით) “მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა” და საქ­მის პრო­კუ­რო­რი გვპა­სუ­ხობს, რომ (და აქ ვერ­სი­ე­ბი მეტ­ნაკ­ლე­ბად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია):

1) აია­ი­ამ­წამს ზემ­დგო­მი მოხ­სნეს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვერ იღებს,

2) აია­ი­გუ­შინ ახა­ლი ზემ­დგო­მი და­ნიშ­ნეს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ჯერ ვერ იღებს

3) აია­იხ­ვალ რა­ღა­ცას შე­ა­თან­ხმებს

4) აი ეხლა შვე­ბუ­ლე­ბა­შია პრო­კუ­რო­რი

5) ეხლა ტრე­ნინგზეა

6) ისევ მო­იხ­სნა ზემ­დგო­მი, ხო იცით არა რო­გორც არის

7) ეხლა პან­დე­მია და…

8) ისევ შე­სა­თან­ხმე­ბე­ლია რა­ღა­ცა

9) აი ერთი თვეც და.

ეს ბოლო “დათ­ქმა” გუ­შინ ვათ­ქმე­ვი­ნეთ, მას შემ­დეგ, რაც ტე­ლე­ფონ­ში და­ჟი­ნე­ბით ჩა­ვაბ­ჟირ­დით და მოგ­ვახ­სე­ნა, რომ აი ეს ერთი თვეც, და მისი პი­რა­დი აზ­რით, წე­სით, მისი პი­რა­დი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რით, არ უნდა იყოს პრობ­ლე­მა, რომ საქ­მე ან და­ხუ­როს, ან ბრა­ლი წა­უ­ყე­ნოს მას, ვისი ბრა­ლე­უ­ლო­ბაც, მისი პი­რა­დი აზ­რით, გა­მო­იკ­ვე­თე­ბა.

ამ საქ­მე­ზე ვინ­მეს ბრა­ლე­უ­ლო­ბა გა­მო­იკ­ვე­თე­ბა თუ არა, სო­ფის სკო­ლა, მისი ყოვ­ლად ამაზ­რზე­ნი პო­ზი­ცი­ის გამო იმ­წა­მის გარ­დაც­ვლილ ბავ­შვთან (მა­გა­ლი­თად მხო­ლოდ დი­რექ­ტო­რის ტყუ­ი­ლი რად ღირს: 27 მა­ი­სი, 12:00 სა­ა­თი­ა­ნი კუ­რი­ე­რი: “ეგ ბავ­შვი ქვა­ზე შეხ­ტა და წყალ­ში ჩა­ვარ­და!”) აუ­ცი­ლებ­ლად აგებს პა­სუხს სა­მარ­თლებ­რი­ვად.

ერთი წე­ლია მშვი­დად გე­ლო­დე­ბით და მი­უ­ხე­და­ვად ამ დრო­ში ჩემ­და­მი მო­პყრო­ბი­ლი ყუ­რა­დღე­ბი­სა, არ­ცერ­თხელ არ­სად მიხ­სე­ნე­ბია სო­ფის ამ­ბა­ვი არც პირ­და­პირ, არც ირი­ბად, არც არა­ნა­ი­რად. პირ­ვე­ლად ვწერ სა­ჯა­როდ ამ საქ­მე­ზე რა­მეს, ერთი წე­ლია რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე ვე­ლო­დე­ბი აბა რას ფიქ­რობთ, რა დას­კვნა ვერ გა­მო­ი­ტა­ნეთ ამ­დე­ნი ხანი და ჩა­მომ­კი­დეთ გულ­ზე ეს უდი­დე­სი გა­და­უ­წყვე­ტე­ლი ლოდი? რას შვრე­ბით? რა ვერ გა­არ­კვი­ეთ და გა­მო­ი­ძი­ეთ? ან მი­თხა­რით, რომ სსკ 116-ე მუხ­ლი, “სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით” ვერ ამო­ი­კი­თხეთ ვერ­სად მომ­ხდარ­ში, ან მი­თხა­რით, რომ ამო­ი­კი­თხეთ და იწყებთ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ დევ­ნას.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა, რო­გორც ითხოვთ, ერთი თვე გაქვთ. 3 ივ­ლი­სამ­დე” – წელს “ფე­ის­ბუქ­ზე” სა­ლო­მე ბარ­კე­რი.

ამბები