შალვა ნათელაშვილი – სპორტსმენების ადგილი მთავრობაში არ არის

შალვა ნათელაშვილი - სპორტსმენების ადგილი მთავრობაში არ არისშალვა ნათელაშვილი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, რომ წინასაარჩევნო სიებში სპორტსმენები არ შეიყვანოს – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სპორტსმენების ძალადობრივი მიზნებით გამოყენება დაუშვებელია. ნათელაშვილის თქმით, ის პირადად იბრძოლებს, რათა ყველა მოძალადე სპორტსმენს კვალიფიკაცია შეუჩერდეს.

“ასეთი სპორტსმენის გამზრდელი ფედერაციები, საერთაშორისო ორგანიზაციებში იქნებიან ასევე სანქცირებულნი და შეუჩერდებათ მათ მონაწილეობა. ყველა პარტიას მოვუწოდებთ, არ ჩაწეროთ არც ერთმა სპორტსმენი ზონდერები თავიანთ სიებში”, – ამბობს შალვა ნათელაშვილი.