თეონა დოლენჯაშვილი – “ყოველთვის დავიცავ უმცირესობის უფლებებს და ასევე ყოველთვის პატივს ვცემ განსხვავებულ აზრს”

თეონა დოლენჯაშვილი - "ყოველთვის დავიცავ უმცირესობის უფლებებს და ასევე ყოველთვის პატივს ვცემ განსხვავებულ აზრს"ყოველთვის დავიცავ უმცირესობის უფლებებს, ვიცი, რა ჯოჯოხეთის გავლაც უწევთ ყოველდღიურად და რა რთულია ჩვენს ქვეყანაში ეს პროცესი – გახდნენ ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები, იყვნენ ბედნიერნი და თანასწორნი. ამიტომ მუდმივად ვეცდები ჩემს მეგობრებთან ერთად სწორედ ის გარემო შევქმნა, სადაც ეს მიიღწევა.
ასევე ყოველთვის პატივს ვცემ განსხვავებულ აზრს, რადგან ამ აზრამდე და პოზიციამდე მიჰყავხარ იმ სივრცეს, წარსულს, გარემოცვას, გამოცდილებას, რომელშიც გიარსებია და რომელიც გამოგივლია. ამიტომ კარგი იქნებოდა ლიბერალებსაც, კონსერვატორებსაც, უმცირესობასაც, უმრავლესობასაც ერთმანეთისადმი მეტი პატივისცემა გვქონდეს და მუდამ გვაახსოვდეს ვოლტერის სიტყვები: “შესაძლოა თქვენი აზრები ჩემთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ თავს გავწირავ, რათა თქვენ მათი გამოთქმის უფლება გქონდეთ.“