“უეცრად ჩემ წინ ქუჩაზე სკუტერით მომავალი ბიჭი წაიქცა და ლავიწის ძვალი მოიტეხა. ბიჭი უკრაინელი აღმოჩნდა…” ამირან გიგუაშვილის პოსტი

"უეცრად ჩემ წინ ქუჩაზე სკუტერით მომავალი ბიჭი წაიქცა და ლავიწის ძვალი მოიტეხა. ბიჭი უკრაინელი აღმოჩნდა..." ამირან გიგუაშვილის პოსტიამირან გიგუაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“რაღაც არსებობს!
საღამოობით ვსეირნობ ხოლმე. ამ საღამოსაც გამოვედი. უეცრად ჩემს წინ ქუჩაზე სკუტერით მომავალი ბიჭი წაიქცა და ლავიწის ძვალი მოიტეხა. ბიჭი უკრაინელი აღმოჩნდა. შეიკრიბა ხალხი. განსაკუთრებით ერთი ახალგაზრდა აქტიურობდა. სასწრაფოში დარეკა. ბიჭს ხელი მოკიდა, გასინჯა და ბორდიურზე დასვა.

დიდხანს ველოდეთ.სასწრაფო არ მოვიდა, ბევრი გამოძახება გვაქვსო. ხალხი წავიდ-წამოვიდა და ბოლოს მე და ის ახალგაზრდა დავრჩით. ტაქსი გავაჩერეთ და თითქმის გონდაკარგული ბიჭი რკინიგზის საავადმყოფოში მივიყვანეთ. იმ ახალგაზრდამ დამასწრო და ტაქსის მძღოლს ფული მისცა, თან გზაში ნერვიულობდა, ნეტავ პატრონი თუ ჰყავს, უცხოელია და დაზღვევა არ ექნებაო.

გავარკვიეთ, რომ ჰყავდა პატრონი. ემერჯენსიდან გამოსვლისას მორიდებით თქვა, ბანკომატი იქნება სადმე და ტაქსით წავიდეთო. გამეღიმა და დავამშვიდე, საფულე თან მაქვს, ნუ დარდობ მეთქი. გზაში ვიღაცას ურეკავდა: რა ვქნა, დამაგვიანდა, მოქალაქეს უჭირდა და ვერ მივატოვებდიო. სახელი და გვარი ვკითხე. რეზო სანიკიძე ვარ ვაკის ქვეგანყოფილებიდანო.

ხოდა მაგიტომ ვამბობ, რაღაც არსებობს მეთქი. მთელი დღეა ვაპირებ და მისალოცი ტექსტის დაწერისთვის ვერ მოვიცალე. პოლიციის დღეა დღეს:))) ესეთ პოლიციელებზე დგას ჩვენი ქვეყანა. გილოცავთ !??