ზვიად კუპრავა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე – “მეხუთე დღეა და არავინაა დაკავებული!”

ზვიად კუპრავა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე - "მეხუთე დღეა და არავინაა დაკავებული!"ზვიად კუპრავამ ფეისბუქში დაწერა:

“ძალიან მძიმეა გიორგი შაქარაშვილის ტრაგედია:(
თვალწინ გაირბინა ყველა უბედურებამ, რაც ჩემს მეხსიერებაში საქართველოს დაატყდა თავს. განსაკუთრებით კი ძალიან ჰგავს სარალიძის საქმეს.
მახსოვს, როგორ დამიკავშირდა ზაზა სარალიძე და დახმარება მთხოვა. მთელმა ქვეყანამ დაინახა თუ როგორ დავუდექი ზაზას გვერდით. ყველა კომისიაზე, ყველა გამოძიებაზე ადრე, სიცოცხლის ფასად ჩვენ დავადგინეთ სიმართლე. დავადგინეთ და დავიწყეთ აქამდე არნახული ბრძოლა სამართლიანობისთვის.
იმედი მაქვს გახარია-შოთაძემ (სარალიძის საქმის მთავარი გამყალბებლები) ისწავლა ჭკუა და ამჯერად არ შეეცდებიან დანაშაულის დაფარვას.
დღეს მეხუთე დღეა, არავინ დაკავებული!”