“ბოლოს ჯებირზე შემომხტარს გამომხედა” – ელენე ხოშტარია შვილს მეორე გამოცდაზეც გაჰყვა

"ბოლოს ჯებირზე შემომხტარს გამომხედა" - ელენე ხოშტარია შვილს მეორე გამოცდაზეც გაჰყვაელენე ხოშტარია შვილს პირველ გამოცდაზ რომ გაჰყვა, ამას უკვე ვწერდით

დღეს ის შვილს მეორე გამოცდაზეც გაჰყვა და ამის შესახებ ფეისბუქში დაწერა:

“ტყუილია გამოცდილების შეძენა. არაფერი არ იცვლება პირველ და მეორე გამოცდაზე შესვლას შორის. ყველაფერი ზუსტად იგივე 6საათიდან.

ამჯერად სუნთქვითი ვარჯიშები ვასწავლე დასამშვიდებელი, რასაც თვითმრფინავში შიშის დროს ვიყენებ. ცხვირით შესუნთქვა და პირით გამოსუნთქვა. მერე ავნერვიულდი, დომ არ შემეშალა პირით შესუნთქვა და ცხვირით გამოსუნთქვა ხომ არ არის. კიდე დავამატე მუცელზე მიიჭირე ხელი თქო. ეს მართლა არ ვიცი საიდან. იმედია არ დამიჯერა და თავს არ დაიგდებს შიგნით.

პირჯვარი არ გადამიწერია, ძალიან ბევრი წერდა და ამასაც ეყოფა. ერთადერთი რაც შეიცვალა, ბოლოს ჯებირზე შემომხტარს გამომხედა.

ვიწყებთ! ღმერთი ჩვენსკენ 😀❤️”

რამდენიმე წუთის წინ კი გამოცდა დასრულდა და ელენე ხოშტარიამ საზოგადოებას ეს ამბავიც ამცნო:

“გამოვედით’! უკვე შორიდან დავინახე მომღიმარი სახე და თავდაჯერებული სვლა! ❤️”

"ბოლოს ჯებირზე შემომხტარს გამომხედა" - ელენე ხოშტარია შვილს მეორე გამოცდაზეც გაჰყვა