დავით ბაციკაძე – “უგულავამ კახიძის გარიცხვის განცხადება წინასწარ უნდა გაამზადოს”

დავით ბაციკაძე - "უგულავამ კახიძის გარიცხვის განცხადება წინასწარ უნდა გაამზადოს"ბათუმის საკრებულოს წევრის თემურ კახიძის პარტია “ევროპულ საქართველოში” გადასვლას “ქართულ ოცნებაში” გამოეხმაურნენ. როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით ბაციკაძემ განაცხადა, იგი გიგი უგულავას მოუწოდებს, რომ თემურ კახიძის პარტიიდან გარიცხვის განცხადება წინასწარ მოამზადოს.

“თავის დროზე, როცა ის გაიქცა „ქართული ოცნებიდან” და კოალიციიდან და ოპოზიციაში წავიდა, შემდეგ 2017წლის არჩევნებისთვის აღარ უნდა დაგვებრუნებინა, ეს იყო პარტიის შეცდომა, მან იმდენჯერ გამოიცვალა პოზიცია, რომ „ევროპული საქართველოდანაც“ მალე გაიქცევა, ამიტომ უგულავას ვურჩევ, წინასწარ გაამზადოს მისი პარტიიდან გარიცხვის განცხადება. რამდენად ცუდი შენაძენია კახიძე მათთვის, ამას საზოგადოება შეაფასებს”, -განაცხადა დავით ბაციკაძემ.

ბათუმის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, თემურ კახიძე პარტია „ევროპული საქართველოს” აჭარის ორგანიზაციას შეუერთდა.

იპნ