ეკა ბესელია მცხეთის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს

ეკა ბესელია მცხეთის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებსპარტია “სამართლიანობისთვის” დღეიდან წინასაარჩევნო კამპანიაში ერთვება. მთავარი ბრძოლა მცხეთიდან იწყება და სწორედ ამ ქალაქის მაჟორიტარად იყრის კენჭს ეკა ბესელია.

გაიხსნა პარტიის მცხეთის ოფისიც. ეკა ბესელიას განცხადებით, სწორედ მცხეთა იქნება ბრძოლის მთავარი ეპიცენტრი. უახლოეს პერიოდში კი პარტია კიდევ რამდენიმე ოლქში წარადგენს საკუთარ კანდიდატს. იყრიან თუ არა კენჭს ბესელიას პარტიიდან თბილისის ოლქში, ეს ჯერჯერობით უცნობია.

“ჩვენ ვაპირებთ, რომ რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში წარვადგინოთ კანდიდატები. ეს მოხდება აგვისტოს შუა რიცხვებში, როდესაც ჩვენ საარჩევნო სიასაც სრულად დავასახელებთ და კანდიდატებსაც წარვადგენთ. დღეს დასახელდება მხოლოდ ის სამაჟორიტარო ოლქი, სადაც მე პირადად ვიყრი კენჭს, როგორც მაჟორიტარი. რამდენიმე ოლქი იქნება რეგიონში. ვნახოთ, თბილისში იქნება თუ არა, ეს დამოკიდებულია იმ ბოლო კონსულტაციებზე, რასაც ახლა ვმართავთ,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

რუსთავი 2