ელენე ხოშტარია – “დღეს პრეზიდენტმა გამახსენა, ჯამი რომ ჭურჭელია”

ელენე ხოშტარია - "დღეს პრეზიდენტმა გამახსენა, ჯამი რომ ჭურჭელია"პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ მედიის კრიტიკას ელენე ხოშტარია ფეისბიქში ასე გამოეხმაურა:

“სულ მაგას ვუხსნი ჩემ მეგობრებს და მშობლებსაც, რომ პოლიტიკაში თუ მიდიხარ, უბრალოდ არ გაქვს უფლება დაიღალო ‘ბულინგით’ ანუ კრიტიკით. ერთი შემთხვევა გამახსენდა, ერთი არაჩვეულებრივი გოგო ძალიან ხშირად მაკრიტიკებდა, ხან სამართლიანად ხან არა. ზოგაჯე საკმაოდ უხეში ფორმითაც. ჩემი მეგობრები მიასკდებოდენ და ჩხუბობდენ. ვუხსნიდი, რომ არავინ არის ვალდებული ან გენდობოდეს, ან იზიარებდეს შენს აზრს, ან მოწონდე და ასე შემდეგ. შენ ხარ ვალდებული აუხსნა და დაიცვა შენი პოზიცია თუ გჯერა, რომ სწორს აკეთებ, ან შეიცვალო აზრი დ აახსნა. ის კრიტიკოსი გოგო დღეს ბევრ რამეში მხარა მიჭერს, მაგრამ ზუსტად ვიცი თუ ჩათვლის საჭიროდ ისევ გამაკრიტიკებს.

ჯამი რომ ჭურჭელია და ეს ყოველივე ანბანური ჭეშმარიტება, პრეზიდენტმა გამახსენა დღეს”