“გაუპატიურების მსხვერპლის სხეულზე დაზიანება კოღოს ნაკბენია” – ადვოკატ ვათიაშვილის განმარტება

"გაუპატიურების მსხვერპლის სხეულზე დაზიანება კოღოს ნაკბენია" - ადვოკატ ვათიაშვილის განმარტებაგაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელ ზაზა ალავერდაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკატერინე კუკულაშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, დაცვის მხარემ კი, ალავერდაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს 5.000 ლარის ოდენობის გირაო შესთავაზა.

ზაზა ალავერდაშვილის ადვოკატის, ბონდო ვათიაშვილის განცხადებით, დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანება კოღოს ნაკბენია.

როგორც ვათიაშვილი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

„ბრალის დადგენილების მიხედვით, შემთხვევის ადგილზე სამსახურეობრივი მანქანა არის, მაგრამ მტკიცებულების სახით მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება გვაქვს. ექსპერტიზის დასკვნა არის, მაგრამ დაზარალებულის მიმართ კოღოს ნაკბენია აღწერილი, როგორც მსუბუქი დაზიანება. დაზიანება, რომელიც ამ პერიოდს ემთხვევა, ის არის კოღოს ნაკბენი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს“, – აცხადებს ვათიაშვილი.

ადვოკატის განცხადებით, დაზარალებულსა და ბრალდებულს ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ და ისინი ერთმანეთს დიდი ხანია, იცნობენ.