გიორგი გახარია – „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში შესაძლოა,  ბიძინა ივანიშვილი ვიხილოთ

გიორგი გახარია - „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში შესაძლოა,  ბიძინა ივანიშვილი ვიხილოთ2020 წლის საპარლამენტო არჩევნების “ქართული ოცნების” სიაში შესაძლოა, პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ვიხილოთ.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა და ასე უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილი ვიხილოთ.

„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. რა თქმა უნდა…“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.