გიორგი შაქარაშვილის და – “3 წლის ასაკში პირველი ჭკვიანური კითხვა დაგვისვა, ის მკვლელი კაცი სად წავიდაო?”

გიორგი შაქარაშვილის და - "3 წლის ასაკში პირველი ჭკვიანური კითხვა დაგვისვა, ის მკვლელი კაცი სად წავიდაო?"19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის და, ანი შაქარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ანი იმ დროინდელ მოგონებებს იხსენებს, როცა გიორგი პატარა იყო.

„როგორი გამორჩეულიც ახლა არის ბავშვობიდანვე ასეთი იყო, მახსოვს 3 წლის ასაკში პირველი ჭკვიანური კითხვა დაგვისვა, ის მკვლელი კაცი სად წავიდაო? რომ ვკითხეთ ვინ მკვლელ კაცზე იყო საუბარი, გვიპასუხა ილია ჭავჭავაძე რომ მოკლაო“,- წერს ანი შაქარაშვილი.