ირაკლი ჩარკვიანის ქალიშვილი ნანა 17 წლის გახდა

ირაკლი ჩარკვიანისა და ქეთათოს ქალიშვილი ნანა ჩარკვიანი 17 წლის გახდა. ამის შესახებ მისმა ბაბუამ, გელა ჩარკვიანმა აცნობა საზოგადოებას.

ნანა გარეგნულად ძალიან ჰგავს დედას – ქეთათოს, თუმცა მამასაც ბევრი ამსგავსებს. როგორც თავად ამბობს, ნაკვთები მამის ჰგავს, თუმცა იერით ჰგავს დედას.

ნანა რამდენიმე წელი ლონდონში ცხოვრობდა და სწავლობდა, თუმცა ბოლო პერიოდი საქართველოშია. აქვე წერს თავის მუსიკას. ცოტა ხნის წინ გაავრცელა საკუთარი ნამუშევარი იუთუბზე.

მის გარდა ირაკლის პირველი ქორწინებიდან დარჩა ასევე ვაჟი – მაქსიმე ჩარკვიანი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს.
ირაკლის პირველი ცოლი ელენა დღესაც ჩარკვიანის გვარს ატარებს. მისი და ირაკლის ვაჟი მაქსიმე მონტაჟის რეჟისორია. საკმაოდ ჰგავს მამას გარეგნულად. კარგი ურთიერთობა აქვს ირაკლის ოჯახთან და უმცროს დასთან – ნანასთანაც მეგობრობს.

მშობლები