14 ივლისი სამი დიდი ქართველის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ვაჟა ფშაველას და ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა, ასევე საფრანგეთის დღეა.
ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს სამი დიდი ქართველის დაბადების დღეაო – ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ვაჟა ფშაველას და ნოდარ დუმბაძის, ბევრგან შევხვდი პოსტებს.
კიდევ ერთი “დიდის”დაბადების დღეა, ჩემთვის ასევე გამორჩეულის, რომელმაც განსაკუთრებული პატივი მცა – 6 წელი შემიფარა, მიპატრონა და შთამაგონა.
დაბადების დღეს გილოცავ საფრანგეთო…
სამი თვე G- 36- ებით შეიარაღებული სპეც. სამსახური მიცავდა. შანზელიზეზე, გზაჯვარედინზე, ავენიუ მონტენთან ასევე სპეც. “კონტიგენტს” გადავაწყდით და იმდენად დიდი იყო ჩემი დაცვა, რომ იმათ გზა დაგვითმეს. მოგვიანებით ვიკითხე ვინ იყვნენმეთქი, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ფრანსუა ფიიონის ესკორტი იყოო, რომელიც ორჯერ პატარა იყო ჩემსაზე. მაშინ ვკითხე ჩემს თავს ვინ ჯანდაბა ხარ და რას წარმოადგენ ამ ქვეყანაშიმეთქი? პასუხი მარტივია – ადამიანია ყველაზე დიდი ფასეულობა იქ.“

