“ივანიშვილი მაინც არ ისვენებს” – 22 ივლისს ოქრუაშვილის პროცესი გაიმართება

"ივანიშვილი მაინც არ ისვენებს" - 22 ივლისს ოქრუაშვილის პროცესი გაიმართება22 ივლისს ირაკლი ოქრუაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.

“ივანიშვილი მაინც არ ისვენებს”, – ასე აფასებენ ოპოზიცია ბუტა რობაქიძის სამეზე “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის სასამართლოზე დაბარებას.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 9 ივლისს “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” განცხადება გააკეთა.

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” (Hღჩ) დღეს ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეზე ანგარიშს წარადგენს. დოკუმენტში შესულია 20 ივნისის აქციისა და ბუტა რობაქიძის საქმეებთან დაკავშირებული ბრალდებები.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რობაქიძის საქმის 15-წლიანი ხანდაზმულობა, ოქრუაშვილის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემიდან რამდენიმე დღეში იწურებოდა. შესაბამისად, მათი შეფასებით, იკვეთება ხელისუფლებისგან “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის მიზანმიმართული დევნა.

იკვეთება მიზანმიმართული დევნის მოტივები. აღნიშნული დაკავშირებულია სწორედ მის პოლიტიკურ საქმიანობასთან. სწორედ ის მიზანი არსებობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასაც დავანახოთ, რომ ესეთი პრობლემები არსებობს ჩვენს სახელმწიფოში, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებას ეთანხმება ოპოზიცია და თვლიან, რომ ხელისუფლებისგან ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ ასეთი „ინტერესი“ მისი პოლიტიკური გააქტიურებით არის გამოწვეული.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა და  ამერიკამ და ევროსაბჭომ პოლიტპატიმრად აღიარა და მისი გათავისუფლებაც მათი მოთხოვნით მოხდა.