ხუტა უფროსი – გოვენ ჭეიშვილი – 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

ხუტა უფროსი - გოვენ ჭეიშვილი - 80 წლის ასაკში გარდაიცვალასა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი, კი­ნო­სა და თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი გო­ვენ ჭე­იშ­ვი­ლი ხან­გრძლი­ვი ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ 80 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი “ხუტა უფ­რო­სი” ქუ­თა­ის­ში 1940 წელს და­ი­ბა­და. კი­ნო­ში შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა. როცა რე­ჟი­სორ­მა გუ­რამ პა­ტა­რა­ი­ამ თა­ვის ახალ ფილმში მი­იწ­ვია სა­თა­მა­შოდ, თუმ­ცა არა ხუტა უფ­რო­სი, არა­მედ ღინ­ტუ უნდა ეთა­მა­შა… “რე­კორდში” კი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი სახე შექ­მნა.

შემ­დეგ იყო „კუ­ჩხი ბედ­ნი­ე­რი“, „ნე­ი­ლო­ნის ნაძ­ვის ხე“, „სა­მო­თხის გვრი­ტე­ბი“ და სხვა და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი რო­ლე­ბი. გო­ვენ ჭე­იშ­ვი­ლი გა­და­ღე­ბუ­ლია ასე­ვე ფილ­მებ­ში “ლალე” (რ. ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, 1985), “დამ­შვი­დო­ბე­ბა” (ზ. თუთ­ბე­რი­ძე, 1987), “კი­რი­ლეს ოდი­სეა” (დ. ბა­თი­აშ­ვი­ლი, 1985), “ლომა” (ბ. რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი, 1987), “ჩემი ბო­შე­ბი” (ლ. გორ­დე­ლა­ძე, 1987), “წი­თე­ლი პა­ტე­ფო­ნი” (დ. აბა­ში­ძე, 1995), “სა­მო­თხის გვრი­ტე­ბი” (გ. ჩო­ხე­ლი”, 1997, ეფ­რე­მა), “მი­ჯაჭ­ვუ­ლი რა­ინ­დე­ბი” (გ. ჩო­ხე­ლი, 1999, ტო­ტია), “ჩემი ბედ­ნიე­რი ოჯა­ხი” (ნ. ექ­ვთი­მიშ­ვი­ლი, ს, გრო­სი, 2016).

1996 წლი­დან ის ქუ­თა­ი­სის მეს­ხიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო, თუმ­ცა წლე­ბის წინ და­ემ­შვი­დო­ბა თე­ატრს, რო­გორც მსა­ხი­ო­ბი და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ხში­რად და­დი­ო­და ქუ­თა­ი­სის მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის დრა­მა­ტულ თე­ატ­რში, ეს­წრე­ბო­და სპექ­ტაკ­ლებს და თვალს ადევ­ნებ­და ახალ­გაზ­რდა კო­ლე­გებს.

ბოლო პრო­ფე­სი­უ­ლი შე­ხე­ბა თე­ატრთან 2015 წელს ჰქონ­და, რო­დე­საც მეს­ხიშ­ვი­ლის თე­ატ­რში მისი 75 წლის სა­ი­უ­ბი­ლეო ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა. მას შემ­დეგ გო­ვენ ჭე­იშ­ვი­ლი მა­ლე­ვე გა­მო­ემ­შვი­და თე­ატრს, შემ­დეგ კი მშობ­ლი­ურ ქა­ლაქთან დამ­შვი­დო­ბე­ბაც მო­უხ­და – ბოლო წლე­ბი ქუ­თა­ი­სი­დან ბორ­ჯომ­ში შვილ­თან სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­და, რად­გან ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­და.

ამბები