მარიამ კუკუნაშვილი – “ოცნების” დეპუტატი გაქცეულია, იარაღი უჭირავს და დარბის”

მარიამ კუკუნაშვილი - "ოცნების" დეპუტატი გაქცეულია, იარაღი უჭირავს და დარბის"რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სა­კუ­თარ ბი­ძაშ­ვილ­ზე სკან­და­ლუ­რი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

მა­რი­ა­მის პოს­ტში ვკი­თხუ­ლობთ, რომ მი­ხე­ილ გრე­მე­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც თე­ლა­ვის საკ­რე­ბუ­ლოს მოქ­მე­დი წევ­რია, ოჯა­ხის წევ­რებ­ზე, ცოლ­სა და ორ ქა­ლიშ­ვილ­ზე მუდ­მი­ვად ძა­ლა­დობ­და და ამ­ჯე­რად ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

გრე­მე­ლაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბა ვცა­დეთ, თუმ­ცა ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით მა­მა­კა­ცი გაქ­ცე­უ­ლია და პო­ლი­ცი­ას ემა­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი AMBEBI.GE-ს მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვილ­მაც და­უ­დას­ტუ­რა. მისი თქმით, ოჯახ­ის ყვე­ლა წევ­რმა მის­ცა ჩვე­ნე­ბა და ისი­ნი ამ­ჯე­რად ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გურ­ჯა­ან­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი.

 – მა­რი­ამ, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ხე­ილ გრე­მე­ლაშ­ვი­ლი გაქ­ცე­უ­ლია…

– დიახ, ასეა, გაქ­ცე­უ­ლია. ბავ­შვე­ბი ახლა თე­ლა­ვი­დან გურ­ჯა­ან­ში გა­და­იყ­ვა­ნეს ექ­სპერ­ტი­ზა­ზე და ცოლ­მაც და შვი­ლებ­მაც ჩვე­ნე­ბა მის­ცეს. ორი შვი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნია, ერთი, გო­გო­ნა – 19 წლის. ორი გო­გო­ნა და ერთი ბიჭი ჰყავს.

– მა­რი­ამ, ეს მა­მა­კა­ცი საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” კვო­ტით?

– დიახ, საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რია ახ­ლაც.

– თქვენ თუ ესა­უბ­რე­ბო­დით, რომ მისი მხრი­დან ოჯა­ხის წევ­რებ­ზე ძა­ლა­დო­ბას რა შე­იძ­ლე­ბა მო­ყო­ლო­და?

– მე მას­თან დიდი ხა­ნია არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ მაქვს. მის ცოლ-შვილ­თან და დე­დას­თან მქონ­და მხო­ლოდ ურ­თი­ერ­თო­ბა. ვერ ვფიქ­რობ ახლა რა იქ­ნე­ბა. მეც არა­ნაკ­ლებ მსხვერ­პლად გან­ვიც­დი თავს, ამ პოსტს ჩემს ოჯახ­ში ძა­ლი­ან დიდი ამ­ბე­ბი მოჰ­ყვა. ზო­გა­დად ხო კა­ცებ­მა უნდა გვი­კარ­ნა­ხონ, “ფე­ის­ბუქ­ზეც” რა უნდა დავ­წე­როთ და რა – არაა. იმე­დია მი­ი­ღებს, რა­საც იმ­სა­ხუ­რებს. ჯერ­ჯე­რო­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი კუ­თხით არა­ვინ დამ­კავ­ში­რე­ბია.

მე ახლა თე­ლავ­ში ვარ, თა­ვად თე­ლა­ვის გვერ­დზე სო­ფელ­ში, შა­ლა­ურ­ში ცხოვ­რობს. დე­და­ჩემ­მა ჩემს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტუ­სი რომ ნახა, შე­ში­ნე­ბულ­მა და­მი­რე­კა, ახლა მე მო­მი­ვარ­დე­ბა და ტყვი­ას და­მახ­ლის შუბ­ლშიო. ასეთ ტე­რორ­ში ჰყავს ხალ­ხი, ია­რა­ღი უჭი­რავს და დარ­ბის. ჩემ პოსტს რომ ნა­ხავს, კაც­მა არ იცის, რას ჩა­ი­დენს. ამ ეტაპ­ზე არ იცის პო­ლი­ცი­ამ, სად არის.

ამბები