„მეამაყები…“ – თორნიკე შენგელიას მეუღლის პირველი კომენტარი

„მეამაყები…“ – თორნიკე შენგელიას მეუღლის პირველი კომენტარიქართველი კალათბურთელის თორნიკე შენგელიას ცოლი სალომე ჯუღელი ესპანეთის გუნდის, Baskonia-ს მიერ თორნიკესადმი მიძღვნილ გამოსამშვიდობებლ ვიდოერგოლს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე აზიარებს და წერს, რომ მისი ქმრით ამაყობს.

„ბასკონიამ“ გუნდის ქართველ წევრს თორნიკე შენგელიას მასთან გატარებული პერიოდისთვის მადლობა გადაუხადა. Baskonia-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია რომ თორნიკეს სახელი კლუბის ისტორიაში ოქროს ასოებით დაიწერა.

შენგელია ესპანური კლუბის ღირსებას 2014 წლიდან იცავდა. საქართველოს ნაკრების 28 წლის ფორვარდი, 9 ივლისის შემდეგ კარიერას ბასკონიადან რუსეთის გუნდ „ცსკა“-ში განაგრძობს.