ნანუკა ჟორჟოლიანი – “უმძიმესი კვირა მაქვს, დედა მყავს ცუდად, მისი სახელია დარეჯანი”

ნანუკა ჟორჟოლიანი - "უმძიმესი კვირა მაქვს, დედა მყავს ცუდად, მისი სახელია დარეჯანი"ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქში დაწერა:

“უმძიმესი კვირა მაქვს. ჩემს მეხსიერებაში ასეთი მძიმე არაფერი მქონია ცხოვრებაში. დედა მყავს ცუდად. ეს თემა დახურული მაქვს ზოგადად, მეგობრებისთვისაც კი, უბრალოდ ფაქტი იცის ყველამ.

არ ვიცი ვის, რისი გწამთ. ვინ, ვის თხოვთ, როცა რამე გიჭირთ, ვინ, სად ლოცულობთ, თხოვეთ რომ დედაჩემიც გადარჩეს. მისი სახელია დარეჯანი. ყველაზე საყვარელი დარეჯანია მთელს სამყაროში.”