ნინო ლომჯარია – “საქართველოში დაბრუნების მსურველთათვის დამატებითი რეისები უნდა დაწესდეს და ბილეთები გაიაფდეს”

ნინო ლომჯარია - "საქართველოში დაბრუნების მსურველთათვის დამატებითი რეისები უნდა დაწესდეს და ბილეთები გაიაფდეს"ნინო ლომჯარიამ ფეისბუქში დაწერა:

“ძალიან რთულ ვითარებაში არიან ჩვენი მოქალაქეები საზღვარგარეთ. ბევრი მოგვმართავს დახმარების თხოვნით. მათ უფლება აქვთ დაბრუნდნენ სამშობლოში, თუმცა შეზღუდული რეისების თუ ბილეთებზე ძალიან მაღალი ფასების გამო ამას ვერ ახერხებენ. აუცილებელია დროულად გამოსავლის პოვნა, დამატებითი რეისების თუ ბილეთებზე ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფის გზით…”